წვრილმანი ხულიგნობა

პარლამენტმა ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით საბოლოოდ დაამტკიცა

IPN

დღეს, 29 აპრილს, პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, გამკაცრდა სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.

კანონპროექტით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახელდადებული პირის მიერ ამავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.

კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა, მისი მოსმენა 28 აპრილს დაიწყო, 29 აპრილს პლენარულ სხომაზე კი მეორე და მესამე მოსმენა ერთი საათის შუალედით გაიმართა და 72 დეპუტატის თანხმობით ცვლილებები პარლამენტმა დაამტკიცა.

სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ ეს სიტყვის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. 

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოადოების (ISFED) განცხადებით კი, კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებულად, რაციონალური დასაბუთების გარეშე განიხილა, ხოლო ნორმები ხშირად ხელისუფლების მხრიდან რეპრესიულ მექანიზმად არის გამოყენებული.

კომენტარები