საქართველოს მოსახლეობა

საქართველოს მოსახლეობა 0.3%-ით გაიზარდა, ყოველ 100 ქალზე 93 კაცი მოდის

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 728 573 შეადგინა. გასული წლის მონაცემებთან შედარებით, მოსახლეობის რაოდენობა 0.3%-ით გაიზარდა, აქედან 1 796 200 კაცია, ხოლო 1 932 400 ქალი.

სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 93-ს შეადგენს, ანუ ყოველ 100 ქალზე 93 კაცი მოდის. 

2021 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 59.4% ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს, სადაც 1 202 700 ადამიანი ცხოვრობს.
 

გასულ წელთან შედარებით, 2020 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 0.7 ერთეულით შემცირდა და 73.4 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 69.1 წელი, ხოლო ქალებისათვის – 77.7 წელი.

კომენტარები