ოსკარი 2021

ჩინურ მედიას რეჟისორ ქლოე ჟაოს გამარჯვების შესახებ წერა ეკრძალება

Deadline

ქლოე ჟაო კინოს ისტორიაში მეორე ქალი გახდა, რომელმაც რეჟისურისთვის ოსკარი მოიპოვა. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ისტორიული გამარჯვების შესახებ არაფერი იციან რეჟისორის სამშობლოში. ჟაოს ტრიუმფის შესახებ არცერთ მსხვილ ჩინურ გამოცემას და სოციალურ ქსელს არაფერი დაუწერია.

წარსულში ჟაომ ჩინეთის ხელისუფლების პოლიტიკა არაერთხელ გააკრიტიკა, შესაძლოა. სწორედ ამის გამო დუმს მედია.

Nomadland წლევანდელი ოსკარების მთავარი გამარჯვებული გახდა, სურათმა საუკეთესო ფილმის, რეჟისორისა და მსახიობი ქალის კატეგორიებში გაიმარჯვა.

ჟაო ბეიჯინგში 1982 წელს დაიბადა, 15 წლის ასაკში მშობლებმა მოზარდი სასწავლებლად დიდ ბრიტანეთში გაგზავნეს. მოგვიანებით მომავალი რეჟისორი ლოს-ანჯელესში გადაბარგდა. გადაღებული აქვს ფილმები Songs My Brothers Taught Me, The Rider, Nomadland. 

 

კომენტარები