ოსკარი 2021

დენიელ კალუიამ სამადლობელ სიტყვაში საკუთარი მშობლების სექსი ახსენა

დღეს ოსკარის რიგით 93-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. წლის საუკეთესო ფილმად Nomadland დასახელდა. სხვა მსახიობებთან ერთად გამარჯვება Judas and The Black Messiah-ში მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელმა დენიელ კალუიამაც იზეიმა.

მსახიობი დარბაზის წინაშე სამადლობელი სიტყვით წარსდგა, რომელშიც საკუთარი მშობლების სექსი ახსენა. ვიდეოში დედის რეაქცია ჩანს, რომელიც დაჯილდოებაზე იმყოფებოდა.

"ჩვენ ვზეიმობთ ცხოვრებას, ცხოვრება ფანტასტიურია. დედაჩემს და მამაჩემს სექსი ჰქონდათ და აი, მე აქ ვარ, საოცარია არა? მიხარია, რომ ცოცხალი ვარ და დღეს ჩემს არსებობას ვიზეიმებ". – ამბობს მსახიობი.

კომენტარები