მოვისმინე შეფასებები, თითქოს ეს ამ პოლიტიკურ აქტივს გარკვეულ თვითცენზურას შეუქმნის და ისინი, არ ვიცი, რისთვის თვითცენზურას, რომ ისინი არ ხულიგნობდნენ?! თუ ამას გულისხმობენ თვითცენზურაში და მსუსხავ ეფექტში, ძალიან კარგი, თუ ამ თვითცენზურას შექმნის. [....] განმეორება თუ მოხდა, რეციდივი თუ გვაქვს, თუ არის ადმინისტრაციული სამართლებრივი კუთხით რეციდივისტები, გასაგებად რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში მკაცრდება სანქცია. კიდევ ერთხელ, ყველაზე ადვილი გამოსავალი აქედან არის, ხულიგნობას თავი დაანებონ
პოლიტიკური კრიზისი
პაპუაშვილი გამკაცრებულ სანქციებზე: ძალიან კარგი, თუ თვითცენზურას შექმნის, რომ აღარ იხულიგნონ
tbl.ge/5j1h
დაკოპირდა
ამის შესახებ ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტში განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. ახალი კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რის შედეგადაც წვრილმანი ხულიგნობისა (166-ე მუხლი) და სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის (173-ე მუხლი) სანქციები იზრდება. კანონპროექტი პარლამენტში 21 აპრილს დარეგისტრირდა.
ამავე თემაზე
- პარლამენტის პიკეტირების საქმეზე სტრასბურგმა 1 აქტივისტზე დარღვევა დაადგინა, 2-ზე, არა
- ბოკერია: მკაფიო გზავნილის ნაცვლად, საპარლამენტო ოპოზიცია გაუგებარ შეთავაზებებს აგრძელებს
- ჩერგოლეიშვილი: არ შეცვლის დასავლეთი ივანიშვილს, ის უნდა შევცვალოთ ჩვენ – ქართველებმა
- ნინო დოლიძე: საქართველოს მოსახლეობა ეძებს ლიდერს, ვისაც გაჰყვებოდა
- ჯაფარიძე: ცვლილების ერთადერთი გზა რიგგარეშე არჩევნები და რეფორმებია, სხვა ყველაფერი ნ*რევაა