დამიზნებით სროლა არის სწორედ ის ჯალათობა, რომელიც არ უნდა იყოს ნაპატიები ოპოზიციის მხრიდან. აი, ამ კონკრეტულ კითხვაზე, როგორ თავსდება ეს, თან ჯალათები არ არიან და თან დამიზნებით მსროლელი ხვდება ამნისტიაში, მე სამწუხაროდ, ჯერჯერობით, პასუხი არ მიმიღია. ოპოზიციამ უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ არავითარ შემთხვევაში რეალური ჯალათები არ მოყვნენ. ვნახოთ, რას დაარეგისტრირებენ. ოცნებას უმრავლესობა აქვს, მაგრამ როგორც მინიმუმ, ოპოზიციამ არ უნდა აიღოს თავის თავზე ჯალათების ამნისტირება. სწორედ ამიტომ ვსვამთ ამ კითხვებს. როცა ამბობენ, რომ ჯალათები არ შედიან და თან ეს სამი პოლიციელი შედის, ეს როგორ თანხმდება ერთმანეთთან. მაგალითად, ოპოზიციის ალტერნატიულ ნაწილში ეს პოლიციელი იქნება თუ არა. თუ არ იქნებიან და ოპოზიცია მოახერხებს ამისთვის ბრძოლას, ეს იქნება ძალიან კარგი, უბრალოდ ჯერ არ არის სიცხადე, თავად ოპოზიციის პოზიციის.
პოლიტიკური კრიზისი
ხოშტარია: როგორც მინიმუმ, ჯალათების ამნისტირება ოპოზიციამ საკუთარ თავზე არ უნდა აიღოს
tbl.ge/5j0z
დაკოპირდა
ამბობს დროას ლიდერი ელენე ხოშტარია მთავარ არხთან. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ქართული ოცნებისა და პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიების წევრები 20 ივნისის ამნისტიის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი დარეგისტრირდება – ერთი ხელისუფლების, ხოლო მეორე ოპოზიციის მხრიდან.
ამავე თემაზე
- პარლამენტის პიკეტირების საქმეზე სტრასბურგმა 1 აქტივისტზე დარღვევა დაადგინა, 2-ზე, არა
- ბოკერია: მკაფიო გზავნილის ნაცვლად, საპარლამენტო ოპოზიცია გაუგებარ შეთავაზებებს აგრძელებს
- ჩერგოლეიშვილი: არ შეცვლის დასავლეთი ივანიშვილს, ის უნდა შევცვალოთ ჩვენ – ქართველებმა
- ნინო დოლიძე: საქართველოს მოსახლეობა ეძებს ლიდერს, ვისაც გაჰყვებოდა
- ჯაფარიძე: ცვლილების ერთადერთი გზა რიგგარეშე არჩევნები და რეფორმებია, სხვა ყველაფერი ნ*რევაა