მეწყერი სვანეთში

მულახის თემში მეწყერი ჩამოწვა, გარესამყაროს 12 ოჯახია მოწყვეტილი

მეწყერი
IPN

სვანეთში, მულახის თემში მეწყერი ჩამოწვა. როგორც ტაბულას მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპინ ჟორჟოლიანმა უთხრა, გარესამყაროს 12 ოჯახია მოწყვეტილი. 

"დღის ბოლოს ველოდებით გეოლოგებს. ახლა მიდის საპრევენციო ღონისძიებები, მუშაობს მძიმე ტექნიკა. სადაც საშიშროება იქნება, იმ ადგილების გაწმენდა ხდება, მეწყერი რომ არ შეუვარდეს ოჯახებს". – ამბობს ჟორჟოლიანი.

კომენტარები