კორონავირუსი მსოფლიოში

იმნაძე: თუ გადაითვლით ინდოეთის მოსახლეობას, იმაზე მძიმე არაა, რაც შემოდგომაზე ჩვენ გვქონდა

რა თქმა უნდა, ინდოეთში მძიმე სიტუაციაა, მაგრამ თუ გადაითვლით ინდოეთის მოსახლეობას და რამდენი შემთხვევაა, ეს არ არის იმაზე მძიმე სიტუაცია, რაც ჩვენ გვქონდა შემოდგომაზე. ეს არის ობიექტური რეალობა. სამწუხაროდ, ინდოეთში უფრო მეტი პრობლემებია ადამიანების დახმარების აღმოჩენის თვალსაზრისით. ძალიან დიდი პრობლემები შეიქმნა ჰოსპიტალიზაციაზე, ჟანგბადის მიწოდებაზე, ასე რომ, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე სიტუაციაა

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ პალიტრანიუსის ეთერში. ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 319 435 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 764 ადამიანი. 

კომენტარები