პოლიტიკური კრიზისი

ოხანაშვილი მელიაზე: ერთი ადამიანის ხუშტური, რა როგორ მოუნდება, ვერ გადაწონის შეთანხმებას

ჩვენ შევთანხმდით ევროკავშირთან ერთად, ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე. ერთი ადამიანის ხუშტური, ვის, რა, როგორ მოუნდება, ვერ გადაწონის ვერც ერთ შეთანხმებას, აქედან გამომდინარე, ხვალ გაიგებთ მეტ ინფორმაციას, გიანონსებთ, რომ ხვალ გვექნება კონკრეტული ბრიფინგი კონკრეტულ საკითხზე, დანარჩენს გაიგებთ ხვალ

ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნიკა მელიას მზადყოფნაზე, რომ ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში, EU-ს გირაოს დათანხმდება. ოხანაშვილის თქმითვე, ამნისტიის კანონპროექტი აუცილებლად დაინიცირდება.

თუმცა, შეხვედრიდან გამოსულმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ "ხვალ ამნისტიის შესახებ კანონის დარეგისტრირება, დიდი ალბათობით, არ მოხდება". სალომე სამადაშვილის თქმით კი, ქართულ ოცნებასთან პოზიციები დააახლოვეს. მისი მტკიცებით, "ამ ამნისტიის შედეგად, დასახიჩრებაზე პასუხისმგებელი პირები არ იქნებიან დაცულები,  ეს გაგება არსებობს, ეს არის ქართული ოცნების პოზიციაც".

კომენტარები