პოლიტიკური კრიზისი

სამადაშვილი: ამნისტია დასახიჩრებაზე პასუხისმგებლებს არ დაიცავს, ესაა ოცნების პოზიციაც

არის საკითხები, სადაც დავაახლოვეთ პოზიციები და ვფიქრობთ, რომ სრული კონსენსუსია იმ საკითხზე, რომ ეს ამნისტია ვერანაირად ვერ დაიცავს ვერავის, ვინც არის პასუხისმგებელი ადამიანების სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაზე, და შესაბამისად, ვერ დაიცავს ვერც იმ ადამიანებს, ვინც გასცეს ბრძანება, რომლის შედეგადაც, მიღებული იქნა მსგავსი დაზიანება.

ამიტომ მე მინდა ვთქვა გასაგებად, ის ადამიანები, ვინც არიან დასახიჩრებული, ამ ამნისტიის შედეგად მათ დასახიჩრებაზე პასუხისმგებელი პირები არ იქნებიან დაცულები,  ეს გაგება არსებობს, ეს არის ქართული ოცნების პოზიციაც.

რაც შეეხება იურიდიულ ტექნიკას, ანუ როგორ გაიწერება საბოლოოდ ამნისტიის კანონპროექტი, ამაზე ხვალ გავაგრძელებთ საუბარს და შესაბამისად, კონსულტაციებს

დეპუტატი სალომე სამადაშვილი ხელისუფლების და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ

კომენტარები