კომენდანტის საათი

აღდგომას კომენდანტის საათი გვიან დაიწყება, უმცირესობებისთვის ეს გამონაკლისი არ დაუშვიათ

მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი დაკეტილია
ტაბულა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 მაისს, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, კომენდანტის საათი გვიან დაიწყება და ადრე დასრულდება, კერძოდ, გადაადგილების შეზღუდვა 23:00-დან 04:00-მდე იმოქმედებს. 

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის მთავრობამ გამონაკლისი დაუშვა შობის ღამესაც - 6 იანვრის ღამით კომენდანტის საათი სრულად მოიხსნა.

თუმცა, იგივე პრივილეგიები, მოთხოვნის მიუხედავად, არ მიუნიჭებიათ რელიგიური უმცირესობებისთვის. კომენდანტის საათი ჩვეულებისამებრ, 21:00-დან 05:00-მდე მოქმედებდა როგორც შობას, 24-25 დეკემბრის ღამეს, ისე აღდგომას - 3-4 აპრილის ღამეს.

კომენტარები