ეკონომიკა

გასულ წელთან შედარებით, ბინების ფასი დოლარში არსებითად უცვლელია

დღეს, 26 აპრილს საქსტატმა გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებით გაიზარდა ფასები როგორც საცხოვრებელი ბინების სექტორში, ასევე კერძო ბინებისაც. თუმცა ეს ცვლილება ლარებში გამოხატულ ფასს ასახავს და მისი მთავარი ზრდა ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებას უკავშრდება, მაშინ როდესაც, როგორც წესი, უძრავი ქონების ფასებს არა ლარში, არამედ დოლარში ადგენენ.

მაგალითად, 2020 წლის პირველ კვარტალში  ბინების ღირებულება საქსტატის მიხედვით იყო დაახლოებით 96.0-ია ლარებში, ამ პერიოდში გაცვლითი კურსი საშუალოდ 3.1-ია შესაბამისად დოლარებში გამოდის 30, ხოლო 2021 წლის ამავე კვარტალში 108.2,-ია გაცვლითი კურსი კი 3.45, დოლარებში გამოდის 31,3-ი, აქედან გამომდინარე, ლარებში შედარება ფასების არ გვაძლევს სწორ ინფორმაციას ცვლილებაზე. 

ანგარიშში წარმოგიდგენილ ამჟამინდელ ფასებს უბნების მიხედვით დოლარებში წარმოგიდგენთ

1 მ2 ფასი ბინების სექტორში (დოლარი):

მთაწმინდა – 1 მ2 1 229$

ვაკე - 1 მ2 1 095$

საბურთალო – 1 მ2 938$

ჩუღურეთი – 1 მ2 931$

კრწანისი– 1 მ2 870$

დიდუბე - 1 მ2 850$

ნაძალადევი - 1 მ2 746$

ისანი -1 მ2 733$

გლდანი -1 მ2 722$

სამგორი -1 მ2 684$

 

1 მ2 ფასი კერძო სახლების სექტორში (დოლარი):

ვაკე - 1 მ2 1 069$

მთაწმინდა – 1 მ2 1 009$

დიდუბე - 1 მ2 829$

საბურთალო – 1 მ2 784$

კრწანისი– 1 მ2 780$

ჩუღურეთი – 1 მ2 716$

ისანი -1 მ2 652$

ნაძალადევი - 1 მ2 577$

გლდანი -1 მ2 722$

სამგორი -1 მ2 684$

 

კომენტარები