ოსკარი 2021

შავი პანტერების ლიდერის როლისთვის დენიელ კალუიამ ოსკარი მიიღო

Tabula

70-იან წლებში დაფუძნებული პოლიტიკური მოძრაობის, ფილმში Judas And The Black Messiah, შავი პანტერების ერთ-ერთი ლიდერის, ფრედ ჰემპტონის განსახიერებისთვის ბრიტანელმა დენიელ კალუიამ ოსკარი მიიღო.

კაცის მეორეხარისხოვანი როლის კატეგორიაში კალუიას კონკურენტები პოლ რაჩი, ლესლი ჯუნიორი, ბორატის ვარსკვლავი საშა ბარონ კოენი და ლაკიტ სტენფილდი იყვნენ. აღსანიშნავია, რომ კალუიამ და სტენფილდმა ერთ ფილმში თანაბარი მნიშვნელობისა და საეკრანო დროის როლები შეასრულეს, თუმცა, აკადემიის გადაწყვეტილებით, ნომინაციები მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლის კატეგორიაში მიიღეს. 

კალუია ბრიტანელი მსახიობია, რომელმაც სახელი ჯორდან პილის Get Out-ში შესრულებული როლით გაითქვა, პერფომანსმა მსახიობს ოსკარის პირველი ნომინაცია მოუტანა. 

კომენტარები