დღეს რაც ჭყონდიდში ხდება, მხოლოდ ეკლესიას აზიანებს. რომელზეც არ ფიქრობს: საპატრიარქო, მღვდელმთავრები, კეკუტია,პაპაშვილი, ჯონდი ბაღათურია, ქართული მარში, ქართული იდეა, პატრიოტთა ალიანსი, ვასაძე, ალტ-ინფო და ჩემდა სამწუხაროდ, მათთან გათანაბრებული გოლეთიანი! ჩამოთვლილი სია, რუსულ ინტერესებს ვერ სცდება, ისეთი ხალხია! ეკლესიაში შეიძლება ყველაფერს გაეცეს პასუხი, მაგრამ იმ ხალხს ვერავინ დააბრუნებს ვინც ამ პროცესების შემხედვარე დაზიანდა და დაბრკოლდა. ამ ეტაპზე სხვა რამის თქმა არ შემიძლია!
tbl.ge/5ivc
დაკოპირდა
მამა ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებს FACEBOOK-ზე ეხმიანება. 25 აპრილს, სალხინოს ტაძარში რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მიტროპოლიტი სტეფანეს მხარდამჭერებმა დიაკონ ანანიას სცემეს. ადგილზე ჩავიდა ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი.
ამავე თემაზე
- მეუფე სტეფანეს ტაძარში შესვლის დროს "30 ვერცხლი" ესროლეს
- მარტვილში განკვეთილი სასულიერო პირები და მათი მრევლი მეუფე სტეფანეს შეძახილებით დახვდნენ
- არქიმანდრიტი: ომბუდსმენმა მოგვხედოს, რამეთუ დარღვეულია ადამიანის უფლებები
- დაპირისპირება სალხინოს მონასტერთან, სავარუდოდ, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი
- მეუფე სტეფანე სალხინოს მონასტერზე: ღმერთმა მოგვცა ძალა ავაზაკებისგან გათავისუფლებულიყო