ვაქცინაცია საქართველოში

გამყრელიძე: ამბიციური გეგმა გვაქვს, 1 700 000 ადამიანის აცრა უნდა შევძლოთ წლის ბოლომდე

ჩვენი გეგმით - ჩვენ გვინდა ძალიან, - ამბიციური გეგმაა, მაგრამ ყველას დახმარებით უნდა შევძლოთ, რომ 1 700 000 ადამიანი ორჯერადად ავცრათ დეკემბრის ბოლომდე

ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ხუთ კვირაში ქვეყანაში მხოლოდ  34 897 აიცრა, რაც დაახლოებით, ზრდასრული მოსახლეობის 1%-ია. აქვე, The Economist-ის კვლევითი ცენტრის პროგნოზი საქართველოსთან მიმართებით გაუარესდა. ანალიტიკოსების ვარაუდით, საქართველო მოსახლეობის დიდი ნაწილის [60-70%] Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას 2023 წლამდე ვერ მოახერხებს. თავდაპირველი კვლევის მიხედვით, საქართველო მოსახლეობის დიდი ნაწილს  2022 წლის ბოლოსთვის აცრიდა.

კომენტარები