თბილისის მერია

მერია: დიდ დიღომში უკანონოდ აშენებული რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი დავიწყეთ

R2

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე უკანონოდ აშენებული რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი დაიწყეს. 

მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, გადაწყვეტილება "არაერთი  მოქალაქის მიმართვის საფუძველზე" მიიღეს. განცხადების მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე სამშენებლო სამართალდარღვევის ათამდე ფაქტი გამოავლინეს და მოკვლევა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. 

"მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო". - წერია განცხადებაში.   

შენობების დემონტაჟის დაწყებას ადგილზე მცხოვრებთა პროტესტი მოჰყვა.  

"ვიღაც პიროვნების ინტერესია, რომელიც მუშაობს მერიაში და მისი ინტერესის გამო მოდიან. აქ ცხოვრობს ის პიროვნება, ეს გარაჟები ხელს უშლის. რომ შეეკითხნენ, რატომ უნდა დაანგრიონო - მე უნდა დავაყენო მანდ მანქანაო". - ამბობს მოქალაქე რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები