იან სტოლტენბერგი

სტოლტენბერგი: ვესაუბრე სალომე ზურაბიშვილს, აღვნიშნე, რომ მივესალმები მიღწეულ შეთანხმებას

"პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა. აღვნიშნე, რომ მივესალმები შეთანხმებას საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის. ასევე განვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები შავი ზღვის რეგიონში და ჩვენი საერთო შეშფოთება რუსეთის სამხედრო შეიარაღების თაობაზე. მე მას მადლობა გადავუხადე საქართველოს მიერ ავღანეთის მისიაში შეტანილი წვლილისთვის."

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იან სტოლტენბერგმა, განცხადება ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. 

კომენტარები