ჭყონდიდის ეპარქია

"ხატის ქურდო, მკვლელო" – ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირები ერთმანეთს ისევ დაუპისპირდნენ

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება გრძელდება. სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში სასულიერო პირებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ მივლენილ სასულიერო პირებს მსახურების საშუალება არ მისცეს. 

"ხატის ქურდო, მკვლელო, არაკაცო".- ასე მიმართავდნენ ერთმანეთს სასულიერო პირები. 

სიტუაციის განსამუხტად ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ფიზიკური დაპირისპირება ამბიონიდან ეზოში გაგრძელდა, სადაც სასულიერო პირებს მრევლი დაუპირისპირდა. სასულიერო პირები ამბობდნენ, რომ იქ მყოფი ხალხი ტაძრის მრევლი არ არის და ადგილზე დავალებით იყვნენ მისულები. 

ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტ სტეფანეს და სასულიერო პირების ნაწილს შორის დაპირისპირება მეუფე სტეფანეს ეპარქიაში ეპისკოპოსად დანიშვნის შემდეგ დაიწყო. 

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე ეპარქიის ყოფილ მმართველ პეტრე ცაავასა და მის მხარდამჭერებს დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს. მან ეპარქიაში დადგინებიდან 52 დღეში ერთი მღვდელი გაკვეთა მღვდლობიდან, სამ მღვდელსა და სამ დიაკონს მღვდელმსახურება აუკრძალა, შვიდ მონაზონს და სამ მორჩილს აუკრძალა ზიარება, ასევე მონასტრიდან გააძევა ერთი მონაზონი და ერთი მორჩილი. 

კომენტარები