კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: ქვეყანაში უფრო მეტი წილი ბრიტანულ შტამს უკავია, მასიურადაააა გავრცელებული

წინა კვირების განმავლობაში ჩვენ კონკრეტულად ვადგენდით, თუ რა რაოდენობის ბრიტანული შტამის მატარებელი გვყავდა ქვეყანაში, თუმცა, როგორც ბატონმა ამირანმა განაცხადა, ამ ეტაპისთვის, აღარაა ჩათვლილი საჭიროდ, ჩვენ იდენტიფიცირება გავაკეთოთ, არის თუ არა ეს ბრიტანული შტამი, ვინაიდან, ინფექციონისტების და ეპიდემიოლოგების დასკვნით, ქვეყანაში უკვე მასიურად არის გავრცელებული და გაცილებით უფრო მეტი წილი უკავია ბრიტანულ შტამს, ვიდრე ეს იყო მეორე ტალღის დროს არსებული ინფექციის შტამი.

ამბობს რუსთავი 2-ის ეთერში ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე.

კომენტარები