საქართველოში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 27 995 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 226 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 688 ადამიანი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.38%-ია. ბოლო 7 დღის 4.37%, 14 დღის კი - 3.55%.
ინფიცირების 1 226 ახალი შემთხვევიდან თბილისში 731 დადასტურდა, აჭარაში - 101, იმერეთში - 75, ქვემო ქართლში - 61, შიდა ქართლში - 56, გურიაში - 13, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 96, კახეთში - 49, მცხეთა-მთიანეთში - 29, სამცხე-ჯავახეთში - 7, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 8.
22 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 300 264 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 283 557 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 981 კი გარდაიცვალა.
კორონავირუსით ინფიცირებული 568 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის თბილისში 272 მკურნალობს, აჭარაში - 70, იმერეთში კი - 91. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 113 პაციენტია, მათგან თბილისში - 79, აჭარაში - 8, იმერეთში - 11.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, თუ ინფიცირების შემთხვევების ზრდა გაგრძელდება, "მოგვიწევს, დავუბრუნდეთ შეზღუდვების მენიუს, რაც გამოვიარეთ". თამარ გაბუნიამ არ გამორიცხა, რომ ტრანსპორტის მოძრაობა "ლოკალურად შეიზღუდოს". 4-11 მაისი უკვე გამოცხადდა უქმე დღეებად.
21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს





