პოლიტიკური კრიზისი

პაპუაშვილი: მელია გაჯიუტებულია და საკნიდან არ გამოდის

ნაციონალური მოძრაობა მელიას იყენებდა, როგორც ინსტრუმენტს, რომ ებიძგებინა მისთვის, დაერღვია აღკვეთის ღონისძიების პირობები, რათა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვედრილიყო და მისი გამოყენება მომხდარიყო მღელვარების გამოსაწვევად. ვხედავთ, რომ საფუძველი არ არსებობს, მან სასჯელაღსრულების დაწესებულება ვერ დატოვოს, ის გაჯიუტებულია და ფაქტობრივად საკნიდან არ გამოდის. ეს მდგომარეობა არასერიოზულია და ერთი რამით აიხსნება, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ თვეების განმავლობაში შეთანხმების ჩაშლა რამდენჯერმე წარმატებით შეძლეს, გუშინწინ ჩაშლის ყველა შესაძლებლობა ჩაეკეტათ და ახლა ისინი აგონიაში არიან, ცდილობენ, იქნებ შეთანხმების აღსრულება შეაფერხონ და ამით მღელვარება შემოიტანონ. მათი დესტრუქციული დღის წესრიგი დამარცხებულია და ეს მარცხი უკვე აღიარეს...

 თქვა ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა პირველ არხთან საუბრისას

კომენტარები