კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: 4 400 საწოლიდან 3 600 დაკავებულია, აქედან, 500-ზე მეტი პაციენტი ინტენსიურშია

რა თქმა უნდა, გაიზარდა დაწოლა ჰოსპიტალურ სექტორზეც, 4 400 საწოლიდან 3 600 არის დაკავებული, მათ შორის, 500-ზე მეტი პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 90-მდე პაციენტი არის რეანიმაციაში, ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია სჭირდება.

ასევე არიან პაციენტები Covid-სასტუმროებში, Covid-სასტუმროების დამატების საჭიროებაც გამოიკვეთა როგორც თბილისში, ისე ბათუმსა და ქუთაისში.

ბინებზეც ონლაინ კლინიკები ინტენსიურად მუშაობენ იმისთვის, რომ ბინაზე მყოფი პაციენტების მეთვალყურეობა გაგრძელდეს, როგორც გვქონდა გასულ პერიოდში...

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.

კომენტარები