ვაქცინაცია

ევროპაში Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენება განახლდება

Johnson & Johnson

Johnson & Johnson-მა სამშაბათს, 20 აპრილს,  გამოაცხადა, რომ ევროპაში კორონავირუსის ვაქცინის გამოყენება გაგრძელდება, მას შემდეგ, რაც ევროპულმა წამლების სააგენტომ(EMA) თქვა, რომ ამ კომპანიის ვაქცინაზე უჩვეულო თრომბის შემთხვევა ძალიან იშვიათ გვერდით ეფექტად ჩაიწერება (7 მილიონი ადამიანიდან მხოლოდ 8 შემთხვევაში დაფიქსირდა), თუმცა იქვე ნათქვამია, რომ ვაქცინისგან მიღებული სარგებელი გადაწონის ამ რისკებს. 

სანამ ევროპაში Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენება შეჩერდებოდა, 50 მილიონის დოზა უკვე იყო გაგზავნილი აპრილის დასაწყისში. 

"ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ის დადებითი სარგებელი, რომელსაც ვაქცინის ერთჯერადად გაკეთება მოიცავს და ამასთან ერთად ტრანსპორტირებისთვის არის მარტივი, დაიცავს მოსახლეობას ყველგან და მსოფლიოსთვის იქნება ხელმისაწვდომი". – წერია კომპანიის ანგარიშში

შეგახსენებთ, რომ სხვა ვაქცინებისგან განსხვავებით, Johnson & Johnson-ის ვაქცინა საჭიროებს მხოლოდ ერთი დოზის გაკეთებას, ამასთან ერთად, ის არ მოიცავს, Pfizer-ისა და Moderna-ს მსგავსად, მკაცრი შენახვის პირობებს, ამიტომ მისი მიწოდება სხვადასხვა ქვეყნებისთვის უფრო მარტივია.

კომპანია ამ კვირაში ელოდება აშშ-ს წამლებისა და საკვების სააგენტოსგან დასტურს, რათა მისი მოხმარება აშშ-შიც გაგრძელდეს.

 

კომენტარები