აშშ-რუსეთი

აშშ-ს ელჩი რუსეთში კონსულტაციებისთვის რუსეთს დროებით დატოვებს

აშშ-ს ელჩი რუსეთში ჯონ სალივანი

ამერიკული მედია Axios-ის ცნობით, აშშ-ს ელჩი რუსეთში, ჯონ სალივანი რუსეთის ფედერაციას დროებით დატოვებს, აშშ-ში ჩავა და მომდევნო კვირებში მოსკოვში დაბრუნდება. 

გასულ დღეებში, პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ახალი სანქციების შემდეგ, კრემლი ჯონ სალივანს რუსეთის ფედერაციის დატოვებას და კონსულტაციის გავლას ურჩევდა, რაზეც აშშ-ს ელჩმა უარი თქვა, თუმცა მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი ამერიკაში დაბრუნდებოდა. 

რუსეთის ეს გაფრთხილება აშშ-სთვის კრემლის მიერ წაყენებულ საპასუხო სანქციებს მოჰყვა, თუმცა ჯონ სალივანი არც 10 გაძევებულ ამერიკელ დიპლომატში შედის და არც შავ სიაში შესულ 8 მაღალჩინოსანში. 

ჯონ სალივანი ელჩად ჯერ კიდევ ტრამპის ადმინისტრაციის ქვეშ 2019 წელს დაინიშნა. მას ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთან აქამდე კონსულტაცია არ გაუვლია.

Axios-ის ცნობით, დიპლომატი აშშ-ში საკუთარ ოჯახს მოინახულებს, ახალი ადმინისტრაციის წევრებს შეხვდება და კონსულტაციას გაივლის, რის შემდეგაც, მომდევნო კვირებში, რუსეთის ფედერაციაში დაბრუნდება. ამას ადასტურებს რუსული სამთავრობო მედიაც.

 

კომენტარები