პოლიტიკური კრიზისი

სამადაშვილი ენმ-ზე: ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა

სასაცილოდ და ინფანტილურად გამოიყურება ენმ-ის პოზიცია-‘მელიას გამოშვების გარეშე არ მოვაწერთ ხელს ამ დოკუმენტს, მაგრამ სხვებმა მოაწერონ, მელია და რურუა გამოაშვებინონ, მერე, ვინც მოაწერს, იმათ ‘მოღალატეს’ დავუძახებთ’. ოღონდ, მელიას გამოსვლის შემდეგ, თვითონაც აპირებენ პარლამენტში შემოსვლას. უხერხულია, მხოლოდ ამას ვიტყვი. ტალახს მაინც არ ვისვრი. ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა. წარმატებები.

წერს სალომე სამადაშვილი Facebook-ის გვერდზე. 

პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს - საქართველოს წინსვლის გზა

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ. ენმ-ს პარტიიდან სალომე სამადაშვილმა ინდივიდუალურად მოაწერა ხელი შეთანხმებას

ინდივიდუალურად მოაწერა ხელი ასევე დავით ბაქრაძემ.

კომენტარები