კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 578 შემთხვევა, დღიური დადებითობა 5.93%-ია

Tom Wolf

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 9 750 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 659 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 5.93%%, ბოლო 14 დღის - 3.06%, ბოლო 7 დღის - 3.58 %.

ინფიცირების 578 ახალი შემთხვევიდან თბილისში 321 გამოვლინდა, აჭარაში - 57, იმერეთში - 35, ქვემო ქართლში - 20, შიდა ქართლში - 7, გურიაში - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 80, კახეთში - 23, მცხეთა-მთიანეთში - 10, სამცხე-ჯავახეთში - 9, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 387, საიდანაც 3 174 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 437 - Covid-სასტუმროებში, ხოლო 6 776 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 563 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პაციენტი.

19 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 295 936 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 281 574 გამოჯანმრთელდა, 3 949 კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, თუ ინფიცირების შემთხვევების ზრდა გაგრძელდება, "მოგვიწევს, დავუბრუნდეთ შეზღუდვების მენიუს, რაც გამოვიარეთ". თამარ გაბუნიამ არ გამორიცხა, რომ ტრანსპორტის მოძრაობა "ლოკალურად შეიზღუდოს".  4-11 მაისი უკვე გამოცხადდა უქმე დღეებად.  


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს.

კომენტარები