პოლიტიკური კრიზისი

ევროკავშირის წარმომადგენლობაში ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართება

დღეს, 18 აპრილს, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ქართულ ოცნებასა და ოპოზიციის წევრებს შორის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას ევროკავშირის წარმომადგენლობაში დაუდასტურეს.

შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას ფასილიტატორი ელჩები დაესწრებიან. 

16 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ ქართული ოცნება შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელს ცალმხრივად მოაწერს. ოპოზიციის წევრები კი ამბობენ, რომ დოკუმენტს, რომელშიც ვადამდელი არჩევნების საკითხი არ არის და პოლიტიკური პატიმრების შესახებ პუნქტი ბუნდოვანია, ხელს არ მოაწერენ.  

საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებით გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი მწვავე მოწოდებები მოჰყვა

 

კომენტარები