პოლიტიკური კრიზისი

ვაშაძე: პირდაპირ გეუბნებით, ამ დოკუმენტს არ ექნება ჩემი ხელმოწერა

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, კრისტიან დანიელსონის მედიაციით შემდგარ დოკუმენტს მისი ხელმოწერა არ ექნება, რადგან, როგორც ვაშაძე განმარტავს, ამ დოკუმენტში ორ მნიშვნელოვანი საკითხია დასაზუსტებელი და გასარკვევი, ესაა რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების საკითხები.

"პირდაპირ გეუბნებით, ამ დოკუმენტს არ ექნება ჩემი ხელმოწერა, რადგან ამ დოკუმენტში ბევრი გაურკვეველი საკითხია ორ მნიშვნელოვან თემაზე, რაც უნდა დაზუსტდეს და გაირკვეს". – ამბობს გორგი ვაშაძე.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ქართული ოცნება მზად არის, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი აამოქმედოს.

არჩილ თალაკვაძემ ასევე თქვა, რომ ქართული ოცნება შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს ხელს ცალმხრივად აწერს.

საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისია. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და პარლამენტისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული. ვითარება განსაკუთრებულად გაამწვავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ, რასაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებისადმი მწვავე მოწოდებები მოჰყვა

კომენტარები