პოლიტიკური კრიზისი

ოპოზიცია 19 აპრილს რიყეზე შეიკრიბება

ევროპული საქართველო

19 აპრილს ოპოზიცია რიყეზე შეიკრიბება. თქვა ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა. 

"19 აპრილს მოხდება საერთო ოპოზიციური პოლიტელიტის შეკრება რიყეზე, ამფითეატრში. ხმამაღლა იქნება გაცხადებული სტრატეგია, რას ვაპირებთ 15 მაისს. 15 მაისს კი მთელ საქართველოს ველოდებით რუსთაველის გამზირზე". - ამბობს ნათელაშვილი. 

ხელისუფლებასთან ევროკავშირის მედიაციით ჩატარებული მოლაპარაკებების ჩავარდნის შემდეგ ოპოზიციამ 20 მარტს მოქალაქეებს სამოქმედო გეგმა გააცნო. გეგმის მიხედვით, ოპოზიციური ლიდერები წინასაარჩევნო რეჟიმზე გადადიან და სხვადასხვა ქალაქსა, თუ რაიონში კარდაკარ კამპანიას ჩაატარებენ. 15 მაისს კი რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია დაიგეგმა. 

საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტი 30 მარტს 9-საათიანი უშედეგო მოლაპარაკებებითა და იმ დოკუმენტით დასრულდა, რომელზეც ხელი არცერთმა პარტიამ არ მოაწერა, მათ შორის, არც ქართულმა ოცნებამ. თუმცა, გუშინ, 16 აპრილს, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ დოკუმენტზე ცალმხრივად ხელის მოწერა "ნდობის გამტკიცების" მიზნით გადაწყვიტეს.

  • ყველაფერი მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე წაიკითხეთ - აქ

კომენტარები