დავით კოდუას დაკავება

დავით კოდუას ციხეში კორონავირუსი დაუდასტურდა

დავით კოდუა

ბიზნესმენ დავით კოდუას ციხეში კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, კოდუას ვირუსის სიმპტომები არ აქვს, თუმცა იგი გადაყვანილია სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. 

"პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისას სწრაფი ტესტის საშუალებით ბრალდებულს COVID -19 არ დაუდასტურდა. 15 აპრილს დაწესებულებაში ჩაუტარდა გეგმიური PCR ტესტირება, რითაც დადასტურდა COVID -19. ბრალდებული საკანში იმყოფებოდა მარტო, შესაბამისად, სხვა პატიმრებთან შეხება არ ჰქონია. დ.კ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი დაკვირვების მიზნით ჰოსპიტალიზებულია სამოქალაქო სექტორის კლინიკაში". – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში. 

დავით კოდუა ოჯახში ძალადობის ბრალდებით გუშინ, 12 აპრილს დააკავეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლითაა დაწყებული. 

კომენტარები