დავით კოდუას დაკავება

"ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა, თვალი მე მივარტყი" – კოდუას ცოლი შემაკავებელ ორდერს ითხოვს

კადრი ვიდეოდან/რუსთავი 2

ბიზნესმენი დავით კოდუას ცოლი ამბობს, რომ მასზე ქმარს ფიზიკურად არ უძალადია. მისივე თქმით, ის შემაკავებელ ორდერს ითხოვს მასზე და მისი შვილების მიმართაც, "ფიზიკური ძალადობის საშიშროება არაა, მაგრამ უბრალოდ რომ გამოვრიცხოთ ყველაფერი".

"წუხელ მოხდა ოჯახური კონფლიქტი სახლში. ძალადობა არ იყო, უბრალოდ სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. ფიზიკურად უბრალოდ ისე, დავფრინავდით. მე ავაყირავე მაგიდა, საყვარლის გამო.. თვალი მე მივარტყი კრესლოს. მე მინდა მიუკარებლობა, დაჭერა დათოსი სულ არ მინდა". – ამბობს ნათია გედევანიშვილი.

ბიზნესმენი დავით კოდუა ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, კოდუა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული. 

კომენტარები