დავით კოდუას დაკავება

პროკურატურამ დავით კოდუას ოჯახის წევრების მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა

დავით კოდუა

ბიზნესმენ დავით კოდუას ოჯახის წევრების მიმართ ძალადობის ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დავით კოდუამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცოლსა და შვილზე ფიზიკურად იძალადა. კოდუას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, "ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც  ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ". ბრალდება სასჯელის სახედ ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
უწყების თანახმად, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

დავით კოდუა ოჯახში ძალადობის ბრალდებით გუშინ, 12 აპრილს დააკავეს

კომენტარები