COVID-19-ის ვაქცინა

რუსეთის პატრიარქი COVID-19-ის ვაქცინით აიცრა

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი Covid-19-ის ერთ-ერთი რუსული ვაქცინით აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია РИА Новости ავრცელებს

"დიახ, მისმა უწმიდესობამ, პატრიარქმა ვაქცინა გაიკეთა. ორივე აცრა ჯერ კიდევ მარტში, 20 რიცხვამდე გაიკეთა" - უთხრა РИА Новости-ის რუსეთის ეკლესიის სპიკერმა ვლადიმირ ლეგოიდამ.

ლეგოიდას თქმით, რუსეთის პატრიარქი თავს ძალიან კარგად გრძნობს. 

ზუსტად არ დასახელებულა თუ რომელი ვაქცინით აიცრა რუსეთის პატრიარქი. ლეგოიდას თქმით, ის სამი რუსული ვაქცინიდან ერთ-ერთით აიცრა.

კომენტარები