ფორსაჟი

ავლაბრის გვირაბი, პირველი სკოლა და სხვა ადგილები, რომლებიც ფორსაჟის ტრეილერში გამოჩნდა

ფორსაჟის რიგით მეცხრე ნაწილის კიდევ ერთი ტრეილერი გამოვიდა.

ფორსაჟის გადაღებები ნაწილობრივ თბილისსა და რუსთავში 2019 წელს მიმდინარეობდა. ახალ ტრეილერში თბილისის რამდენიმე ადგილი ჩანს: ავლაბრის გვირაბი, რუსთაველის გამზირი, სასტუმრო "თბილისი მერიოტი", პარლამენტისა და პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორია, ვაჟა-ფშავალას გამზირი და ნუცუბიძის პლატო.

სასტუმრო მერიოტი
ავლაბრის გვირაბი
ვაჟა-ფშაველას გამზირი
პარლამენტი და პირველი სკოლა

მეცხრე ფორსაჟის ბოროტმოქმედმა, რომელსაც ჯონ სინა განასახიერებს, ადგილობრივი სამართალდამცავები დაინდო. ტრეილერის ერთ მონაკვეთში საქართველოს საპატრულო სამსახურის მანქანები ჩანს, რომლებსაც დამნაშავე ანადგურებს.

ახალ ნაწილში მთავარ როლებს ვინ დიზელი, მიშელ როდრიგესი, ტაირიზ გიბსონი და ჯორდანა ბრიუსტერი ასრულებენ. მთავარი გმირის ძმას და მეცხრე სერიის მთავარ ბოროტმოქმედს ყოფილი რესტლერი და მსახიობი ჯონ სინა განასახიერებს. ფილმის რამდენიმე რბოლა თბილისისა და რუსთავის ქუჩებშია გადაღებული.

ფილმი 2020 წლის 22 მაისს უნდა გამოსულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო პრემიერა გაურკვეველი ვადით გადაიდო. გამოსვლის თარიღი წელს ორჯერ შეიცვალა, ბლოკბასტერი კინოგაქირავებაში ჯერ 2 აპრილს, შემდეგ კი 22 მაისს უნდა ჩაშვებულიყო. 22 ივნისს ფორსაჟის პირველ ნაწილს 20 წელი უსრულდება.

კომენტარები