ფორსაჟი

რამდენი მანქანა დაიმტვრა ფორსაჟის რვავე ნაწილში

TVOvermind

ბრიტანულმა სადაზღვევო კომპანიამ Insure The Gap გამოითვალა, რამდენი მანქანა დაიმტვრა ფორსაჟის რვავე ნაწილში. ანალიტიკური სამსახურის დაანგარიშებით, ფრენჩაიზმა 1787 ავტომობილი შეიწირა.

სერიების მიხედვით განადგურებული მანქანების სია ასე გამოიყურება:

ფორსაჟი - 78 მანქანა

ფორსაჟი 2 - 130 მანქანა

ფორსაჟი 3 - 249 მანქანა

ფორსაჟი 4 - 190 მანქანა

ფორსაჟი 5 - 260 მანქანა

ფორსაჟი 6 - 350 მანქანა

ფორსაჟი 7 - 230 მანქანა

ფორსაჟი 8 - 300 მანქანა

ყველაზე ძვირადღირებული სატრანსპორტო საშუალება მეშვიდე ნაწილში, აბუ-დაბის ცათამბრჯენების სცენაში, განადგურებული W Motors-ის ბრენდის მანქანაა. ავტომობილის ღირებულება 3,5 მილიონ დოლარს შეადგენს.

დიდი ალბათობით, მეცხრე ნაწილის გამოსვლასთან ერთად დამტვრეული მანქანების რიცხვი 2000-ს გადააჭარბებს. დასკვნითი სერიის პრემიერა მიმდინარე წლის მაისში იგეგმებოდა, თუმცა ახალი კორონავირუსის გამო პროდიუსერებმა ჩვენება 2021 წლის აპრილში გადაიტანეს. მეცხრე ფორსაჟის რამდენიმე რბოლის სცენა თბილისშია გადაღებული. 

კომენტარები