ფორსაჟი

ახალი ფორსაჟის პრემიერა კვლავ გადაიდო

Youtube

ფორსაჟის ახალი ნაწილის პრემიერის თარიღი კიდევ ერთხელ შეიცვალა. სტუდია Universal-ის გადაწყვეტილებით, ფრენჩაიზის მეცხრე ნაწილი 28 მაისის ნაცვლად 25 ივნისს გამოვა.

ფილმი 2020 წლის 22 მაისს უნდა გამოსულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო პრემიერამ გაურკვეველი ვადით გადაიწია. გამოსვლის თარიღი წელს ორჯერ შეიცვალა, ბლოკბასტერი კინოგაქირავებაში ჯერ 2 აპრილს, შემდეგ კი 22 მაისს უნდა ჩაშვებულიყო. 22 ივნისს ფორსაჟის პირველ ნაწილს 20 წელი უსრულდება.

ახალ ნაწილში მთავარ როლებს ვინ დიზელი, მიშელ როდრიგესი, ტაირიზ გიბსონი და ჯორდანა ბრიუსტერი ასრულებენ. მთავარი გმირის ძმას და მეცხრე სერიის მთავარ ბოროტმოქმედს ყოფილი რესტლერი და მსახიობი ჯონ სინა განასახიერებს. ფილმის რამდენიმე რბოლა თბილისისა და რუსთავსი ქუჩებშია გადაღებული.

კომენტარები