კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 030 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 32 801 ტესტი

CDC/Science Photo Library

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 32 801 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 030 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 706 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 3.14%, ბოლო 14 დღის - 2.68%, ბოლო 7 დღის - 2.82 %.

ინფიცირების 1 030 ახალი შემთხვევიდან თბილისში 538 გამოვლინდა, აჭარაში - 103, იმერეთში - 73, ქვემო ქართლში - 63, შიდა ქართლში - 30, გურიაში - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 119, კახეთში - 42, მცხეთა-მთიანეთში - 25, სამცხე-ჯავახეთში - 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 921, საიდანაც 2 616 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 394 - Covid-სასტუმროებში, ხოლო 5 911 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 446 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 76 პაციენტი.

15 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 292 244 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 279 389 გამოჯანმრთელდა, 3 908 კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, თუ ინფიცირების შემთხვევების ზრდა გაგრძელდება, "მოგვიწევს, დავუბრუნდეთ შეზღუდვების მენიუს, რაც გამოვიარეთ". თამარ გაბუნიამ არ გამორიცხა, ორ კვირაში ტრანსპორტის მოძრაობა "ლოკალურად შეიზღუდოს".  უკვე ცნობილია, რომ 4-11 მაისი უქმეებად გამოცხადდება. 


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს.

კომენტარები