ის, რომ მათ პოლიტიკაში თავისი ადგილი დაიმკვიდრონ, არ იქნება მარტივი საკითხი, საკმაოდ რთულად მისაღწევი იქნება, იმიტომ, რომ ჯერ არ არის მკაფიოდ ცნობილი მათი პოლიტიკური მიზნები, მათი პოლიტიკურ იდეოლოგია რაზეა დამყარებული, რა არის მათი ისტორია, დღევანდელობა და ხვალინდელობა რაზეა დამოკიდებული. გამომდინარე აქედან, იმას, რომ ისინი რეალურად იქნებიან ის ძალა, რომელიც ახალ სიტყვას იტყვის ქართულ პოლიტიკაში და განსაკუთრებით ამ რადიკალური ოპოზიციის ბოგინს დაამთავრებს პოლიტიკაში და კონსტრუქტივიზმს შემოიტანს, რაც თავისთავად კარგია, მაგრამ ამას საქმით შესრულება სჭირდება...
ქართული ოცნება
ქადაგიშვილი გახარიას გუნდზე: კარგია, თუ რადიკალური ოპოზიციის ბოგინს დაასრულებს პოლიტიკაში
tbl.ge/5icz
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილი, რუსთავი 2-ის ეთერში. მან მმართველი პარტიიდან წასულ 6 დეპუტატზე ისაუბრა, რომლებმაც პარტია "გახარიასთან ერთად ერთობლივი გადაწყვეტილებით" დატოვეს.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




