ოჯახში ძალადობა

ლელა მებურიშვილი ნინუცა მაყაშვილს: ძალიან მაგარი გოგო ხარ

Beauty Magazine

კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი, სერიალების "შუა ქალაქში" და "ჩემი ცოლის დაქალების" ვარსკვლავი, ლელა მებურიშვილი კოლეგას, ნინუცა მაყაშვილს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"ძალიან მაგარი გოგო ხარ". - წერს ლელა მებურიშვილი.

მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი ყოფილ ქმარს, რუსთაველის თეატრის მსახიობ ბესო ზანგურს არაერთგზის ცემაში ადანაშაულებს, მათ შორის, ორსულობისას. მან რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა ფარულ კონვერტში თქვა, რომ ზანგურს 11 წლის წინ სწორედ ძალადობის გამო დაშორდა.

ამ ეტაპზე მაყაშვილს სოლიდარობა და მხარდაჭერა მსახიობებმა რუსკა მაყაშვილმაანა სანაიამ, ანა ბებიამ, გრიგოლ ჟორდანიამ, ნატალია ყულოშვილმა, ეკატერინე დემეტრაძემ, თამთა ინაშვილმა და სხვებმა გამოუცხადეს.

რუსთაველის თეატრმა ინტერვიუდან მეორე დღეს Facebook-ზე დაწერა, რომ "თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის ოჯახურ ძალადობას". თუმცა, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი რობერტ სტურუა ბესო ზანგურს გამოექომაგა და დაწერა, რომ "ქალებმა 1937 წელი და რეპრესიები დაიწყეს".

კომენტარები