საქართველო-სომხეთი

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი თბილისს ხვალ ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

Reuters

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი თბილისს ხვალ ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია 15 აპრილს ორბელიანების სასახლეში გაიმართება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრაა დაგეგმილი.

"დაგეგმილია ასევე, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტი სომხურ საკათედრო ტაძარს დაათვალიერებს". – წერია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები