ნამახვანჰესი

თურნავა: ნამახვანჰესი არის ქართული საქმე

ჩვენ, საბედნიეროდ, გვაქვს ძალიან კარგად დამუშავებული მთელი რიგი პროექტები, მაგალითად, ნამახვანჰესი, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ძალიან კარგად მოკვლეული პროექტი იყო, გვაქვს ხედვა და გვაქვს ისეთი მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, როდესაც მიუხედავად პანდემიისა, ჩვენთან შემოდის ძალიან მსხვილი, ძალიან ცნობილი კომპანია, 850 მილიონ დოლარზე მეტს ხარჯავს საკუთარ რესურსს, იმისთვის, რომ აქ გააკეთოს ქართული საქმე.

ეს არის, მართალია, თურქულ-ნორვეგიული კონსორციუმი, მაგრამ ეს არის ქართული საქმე, ეს არის კერძო საჯარო თანამშრომლობის პროექტი, სადაც სახელმწიფო მონაწილეობს თავის მხრივ და ყველა მხარე იღებს სიკეთეს, პირველ რიგში, იღებს სიკეთეს ჩვენი მოსახლეობა...

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტზე, TV იმედის ეთერში.

კომენტარები