აშშ-საქართველო

დავით ზალკალიანსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საუბრისას ზალკალიანმა და ბლინკენმა საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხი და აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობა განიხილეს.

"ძალიან კარგია, რომ ენტონი ბლინკენთან საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხი, ჩვენი პარტნიორობა და საქართველოს დემოკრატიის გაძლიერება განვიხილეთ. აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და რჩება ძლიერი. ველოდებით ბაიდენის ადმინისტრაციასთან ახლო თანამშრომლობას უფრო ძლიერი პარტნიორობისთვის". - წერს ზალკალიანი Twitter-ზე.

კომენტარები