ნიკა მელიას საქმე

ჯაფარიძე მელიაზე: საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას ერთი ადამიანი, ივანიშვილი იღებს

მე, ზოგადად, არ მქონდა კონკრეტული მოლოდინი, ყველგან ვამბობდი, რომ ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს მოსალოდნელი. ზოგადად, ძალიან რთული პროგნოზის გაკეთება ამ ხელისუფლებასთან მიმართებაშ, იმიტომ, რომ გასაგებია, ამ გადაწყვეტილებებს არ იღებენ ის ადამიანები, რომლებიც ოცნების სახელით ყოველდღიურად გამოდიან და განცხადებებს, კომენტარებს აკეთებენ. მსჯელობა ძალიან რთულია, გასაგებია, რომ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას ერთი ადამიანი იღებს, ამ შემთხვევაში, ივანიშვილი. როგორ იღებს და რანაირად მიდის გადაწყვეტილებამდე ეს ადამიანი, რთულად გამოსაცნობია...

ასე ეხმაურება ტელეკომპანია პირველის ეთერში გირჩი-მეტი თავისუფლებას ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებას.

კომენტარები