ნიკა მელიას საქმე

ბასილაია: თუ არ იქნება საერთაშორისო წნეხი, ივანიშვილის სურვილისამებრ, მელია პატიმარი იქნება

ტაბულა

"თუ არ იქნება საერთაშორისო წნეხი, ივანიშვილის სურვილისამებრ, მელია პატიმარი იქნება". – თქვა ნიკა მელიას ადვოკატმა პროცესის დასრულების შემდეგ, რომლის მიხედვითაც ენმ-ს ლიდერი კვლავ პატიმრობაში რჩება. სხდომას ნიკა მელიაც ესწრებოდა.

"ამ გადაწყვეტილებას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, ეს არის ქართული ოცნების საბჭოში მიღებული გადაწყვეტილება, ივანიშვილის გადაწყვეტილება, ბუნებრივია. იქნება საერთაშორისო წნეხი, ჩახნაშვილი გაათავისუფლებს მელიას, არ იქნება წნეხი? ასეთ შემთხვევაში, ივანიშვილის სურვილის შესაბამისად, ნიკა მელია დარჩება პატიმრობაში. აქ სამართლებრივ პროცედურაზე საუბარი არ არის. პროკურორმა პირდაპირ თქვა, რომ პატიმრობის საფუძველი არ არის, ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების, გირაოს საფუძველი არის, ასეთ შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია, პირი გაათავისუფლოს, ეს არის ანაბანა". – ამბობს ნიკა მელიას ადვოკატი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. 25 თებერვალს პროკურატურამ მზადყოფნა გამოთქვა, მიმართოს საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, თუკი ნიკა მელია 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობებს შეასრულებს. მელია გირაოს გადახდაზე უარს ამბობს

კომენტარები