ვაქცინაცია საქართველოში

კობახიძე: ეკლესიებში შეიძლება მოეწყოს ვაქცინაციის პუნქტები

თითქმის ყველა საავადმყოფოსთან არსებობენ ეკლესიები. სწორედ ამ ეკლესიებში შეიძლება მოეწყოს ვაქცინაციის პუნქტები, რადგან ხალხი უფრო მშვიდად აიცრება და ეს დიდი სტიმულიც იქნება. საერთოდ ეკლესიებში შეიძლება მოეწყოს ვაქცინაციის პუნქტები. მთავრობამ უნდა შესთავაზოს სასულიერო პირებს, რომ საჯაროდ აიცრან პირდაპირ ეთერში, როგორც ამას აკეთებს მაგალითად სამღვდელოება საბერძნეთში. ამისათვის საჭიროა სამღვდელოების სტიმულირება. მთავრობამ ფული უნდა მისცეს მათ და შესაძლებელია სამღვდელოების მნიშვნელოვანი რაოდენობა აიცრას პირდაპირ ეთერში. სხვანაირად, ვაქცინაციის არც ერთ პროპაგანდას არ ექნება დიდი შედეგი. მაგალითად გუშინ მიტროპოლიტმა ანდრია გვაზამ შეზღუდვების შემსუბუქებისაკენ მოუწოდა ხელისუფლებას და იმავე ქადაგებაში ვაქცინაციის საწინააღმდეგოდ ისაუბრა. ეს მაშინ, როდესაც უკვე დაიწყო პანდემიის მესამე ტალღა. გავიმეორებ, რომ დღესვე უნდა შესთავაზოს მთავრობამ საჯაროდ აცრა იმ მეუფეებს, რომელთაც ამის სურვილი უკვე გამოთქვეს: მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძეს, მიტროპოლიტ ვახტანგ ახვლედიან და მთავარეპისკოპოს ექვთიმე ლეჟავას

წერს თეოლოგი ბასილ კობახიძე Facebook-ზე. 

კომენტარები