პოლიტიკური კრიზისი

აპრილის ბოლოს ლიტვის საგარეო მინისტრი თბილისში ჩამოვა

ლიტვის ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა წერს, რომ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი აპრილის ბოლოს გეგმავს თბილისში ჩამოსვლას და ორმხრივი შეხვედრის გამართვას.

"ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ორმხრივი შემხვედრის გამართვას თბილისში აპრილის ბოლოს გეგმავს. მცდელობები იქნება, რათა შენარჩუნდეს მშვიდობა და უსაფრთხოება ლიტვასა და საქართველოს თანამშრომლობის, საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისა და ევროკავშირის მედიაციით პოლიტიკური დიალოგის გზით - ჩვენ ვიქნებით ამ წესრიგის ნაწილი ვიზიტის განმავლობაში". – წერს ლიტვის ელჩი twitter-ზე.

გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, ევროკავშირის მინისტრები ქმნიან "შუამავლების ჯგუფს", რათა დაეხმარონ საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში.

"არის გეგმები [საქართველოში ჩასვლის], ჩვენ ახლა ვაკვირდებით, რამდენად სასარგებლო იქნება მსგავსი ვიზიტი. საგარეო საქმეთა მინისტრებისგან შუამავლების ჯგუფი იქმნება, და ის აუცილებლად მოიცავს ერთზე მეტ ქვეყანას". – თქვა ლანდსბერგისმა.

18 მარტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ქართული ოცნებას შორის 9-საათიანი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დანიელსონი მოლაპარაკებების შესახებ ბრიუსელში ანგარიშის ჩასაბარებლად დაბრუნდა

თბილისში დანიელსონი 28 მარტს დაბრუნდა. კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტი 9-საათიანი უშედეგო მოლაპარაკებებითა და იმ დოკუმენტით დასრულდა, რომელზეც ხელი არცერთმა პარტიამ არ მოაწერა, მათ შორის, არც ქართულმა ოცნებამ.

რედაქტირება

 

კომენტარები