ნიკა მელიას საქმე

ოხანაშვილი: ენმ-ის დროს ციხეში არმოხვედრას ნატრობდნენ, მელია ოცნების დროს არ გამოდის

ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქართველი ადამიანი, არამხოლოდ ქართველი, ნატრობდა ციხეში არ მოხვედრას. ქართული ოცნების პირობებში ნიკანორ მელია, ნაციონალური მოძრაობის ფორმალური თავმჯდომარე ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს ციხიდან არ გამოდის. არ უნდა ამ ადამიანს ციხიდან გამოსვლა, როგორც ჩანს, კარგად გრძნობს თავს...

ამბობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიაზე საუბრისას. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. 25 თებერვალს პროკურატურამ მზადყოფნა გამოთქვა, მიმართოს საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, თუკი ნიკა მელია 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობებს შეასრულებს. მელია გირაოს გადახდაზე უარს ამბობს

კომენტარები