ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 13 აპრილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 13 აპრილს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად "სხვადასხვა სამუშაოს" ასახელებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ერწოს, ხევისუბნის და ქვიშხეთის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის და სამტრედიის ქუჩის მოსახლეობას.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, IV კვარტლების (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ჩაჩავას, ახმეტელის და ლიუბლიანას ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I, II, V, VI მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ხევძმარის, ფორე მოსულიშვილის, ალეკო გობრონიძის, მარატ ნოზაძის, ომარ ხიზანიშვილის და ილია ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, მეფე მირიანის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის და პეტრე იბერის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, სადგურის, შოთა ნიშნიანიძის და ვაგზლის ქუჩების მოსახლეობას.

14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კაკი სურგულაძის, შოთა ნიშნიანიძის, სერგი სურგულაძის და ევგენი გეგეჭკორის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), თვალჭრელიძის და მაისურაძის ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები