მიწისძვრა

საქართველოში 3.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში თბილისის დროით 18:19 საათზე 3.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ინფორმაციით, ეპიცენტრი ცაგერი იყო. 

განახლება: ინსტიტუტის ცნობით, მეზობელი ქვეყნის სეისმური ქსელის, სასაზღვრო სადგურების გამო სისტემაში დაფიქსირდა ხარვეზი. შესაბამისად, დაფიქსირებული ეპიცენტრის პირველადი მონაცემი აღმოჩნდა არასწორი.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ინფორმაციით, მოხდა 2 პატარა მიწისძვრა მიყოლებით თბილისთან, ნორიოში.

კომენტარები