ეკონომიკა

IMF-ის პროგნოზით, ტურიზმი საქართველოში 2025 წლისთვის აღდგება, სომხეთში – 2023-მდე

IMF-ის ბოლო მიმოხილვის მიხედვით, საქართველოში, აზერბაიჯანსა და ლიბანში, ტურიზმის აღდგენა 2024-25 წლებისთვისაა მოსალოდნელი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, კონფლიქტის რეგიონში არსებული და ზოგადად სუსტი ქვეყნებისთვის საშუალოვადიან მომავალში ეკონომიკური აღდგენა ბევრ სირთულესთან იქნება დაკავშირებული. 

კონტაქტური სერვისების აღდგენა, როგორიცაა ტურიზმი, დიდწილად იქნება დამოკიდებული ქვეყნის შიდა და საერთაშორისო შეზღუდვებზე. ამიტომ, ის ქვეყნები, რომლებიც ტურიზმზე განსაკუთრებით არიან დამოკიდებული, 2021 წლის განმავლობაში დეპრესიულ ეკონომიკურ მდგომარეობაში ცხოვრებას გააგრძელებენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ასოციაციის მიხედვით, ტურიზმს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 7%-მდე უკავია. 

IMF-ის თანახმად, სომხეთში, მაროკოსა და იორდანიაში ტურიზმის აღდგენას 2023 წლისთვის უნდა ველოდოთ, საქართველოში, აზერბაიჯანსა და ლიბანში – 2025 წლისთვის. 

კომენტარები